Accentnews.ge
კრემლი დასავლეთს ადანაშაულებს, რომ აფრიკელი ლიდერების უმეტესობა პუტინის სამიტს არ ესწრება

კრემლი დასავლეთს ადანაშაულებს, რომ აფრიკელი ლიდერების უმეტესობა პუტინის სამიტს არ ესწრება

26/07/2023 16:12:29 მსოფლიო

კრემლის პრეს–სპიკერ დიმიტრი პესკოვის მტკიცებით, ის გარემოება, რომ რუსეთ-აფრიკის ფორუმზე სახელმწიფოების მეთაურები მცირე რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილი, "შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და სხვა სახელმწიფოების თავხედური ჩარევის შედეგი იყო.

„მათი დიპლომატიური მისიების მეშვეობით იყო მცდელობა, ზეწოლა მოეხდინათ ამ ქვეყნების ხელმძღვანელობებზე, რათა თავიდან აეცილებინათ მათი მონაწილეობა ფორუმში“, - ციტირებს რუსული მედია პესკოვს.

პესკოვის თქმით, დასავლეთის "ჩარევა სრულიად აღმაშფოთებელია“, თუმცა, „ვერ შეუძლის ხელს სამიტის ჩატარებას“.

აფრიკის 54 ქვეყნიდან მხოლოდ 17-მა გაგზავნა დელეგაცია სამიტზე სახელმწიფოს მეთაურების მონაწილეობით, ხოლო კიდევ 10-მა – პრემიერ-მინისტრები. ხუთმა სახელმწიფომ უარი თქვა სამიტში მონაწილეობაზე, ნახევარმა კი მონაწილეობა მეორე რანგის ოფიციალურ პირებს მიანდი.

რუსეთ-აფრიკის სამიტი მეორედ იმართება. პირველი ის 2019 წელს სოჭში გაიმართა. მაშინ მიწვევაზე უარი არც ერთ ქვეყანას არ უთქვამს და 45 დელეგაცია გაიგზავნა პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით, წელს კი მხოლოდ 27.

სამიტზე რუსეთის პრეზიდენტი აფრიკის ქვეყნებს ვაჭრობის ორჯერ – 40 მილიარდ დოლარამდე გაზრდას დაჰპირდა. თუმცა, ვაჭრობის მოცულობა ართუ გაიზარდა, 18 მილიარდ დოლარამდე დაეცა.

ეს მაჩვენებელი პუტინმა თავის ახალ სტატიაში დაასახელა. ამავდროულად, რუსეთზე აფრიკაში შესული უცხოური ინვესტიციების მხოლოდ ერთი პროცენტი უკავია - კუნძული მავრიკიც კი მეტ ინვესტიციას ახორციელებს, – წერს Fortune.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S