Accentnews.ge
ბენიამინ ნეთანიაჰუ საავადმყოფოდან გაწერეს

ბენიამინ ნეთანიაჰუ საავადმყოფოდან გაწერეს

26/07/2023 15:51:47 მსოფლიო

ისრაელის პრემიერ-მინისტრი საავადმყოფოდან გაწერეს. მანამდე მას გულის ელექტროსტიმულატორი დაუყენეს, რომელიც პრემიერ-მინისტრის გულისცემას დაასტაბილურებს.

კლინიკაში ისრაელის პრემიერმა ერთი კვირა დაჰყო.

ოპერაციის აუცილებლობის წინაშე ნეთანიაჰუ მას შემდეგ დადგა, რაც გამოკვლევისას, მას გულის ბლოკადა დაუდგინდა.

მოგვიანებით ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და დასძინა, რომ საავადმყოფოდან გამოსვლას ქვეყნის პარლამენტში მნიშვნელოვანი განხილვისთვის მოასწრებს.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა კანონი, რომლითაც უზენაეს სასამართლოს ჩამოერთვა უფლება, სახელმწიფოს გადაწყვეტილებები უსაფუძვლოდ ჩათვალოს. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში, სადაც ფორმალური, ანუ დაწერილი კონსტიტუცია არ არსებობს, ნეთანიაჰუს პარტიის ეს გადაწყვეტილება ძალთა ბალანსს კიდევ უფრო არღევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S