Accentnews.ge
გიული ალასანია: მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩართვას ვერ შეძლებს, ფაქტობრივად, გადასხმებით უჭირავთ

გიული ალასანია: მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩართვას ვერ შეძლებს, ფაქტობრივად, გადასხმებით უჭირავთ

26/07/2023 11:57:29 მსოფლიო

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, ექს–პრეზიდენტი დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩართვას ვერ შეძლებს.

მისი თქმით, სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს.

„ჩემი შთაბეჭდილებით, ვერაფერსაც ვერ შეძლებს, რადგან გუშინაც გადასხმა გაუკეთეს და ახლა გაუკეთებენ სისხლის გადასხმას. მე მახსოვს წინა სისხლის გადასხმისას ალერგიული შეტევა ჰქონდა და კინაღამ დაიხრჩო. ფაქტობრივად, გადასხმებით უჭირავთ. ახლაც ძლივს მელაპარაკებოდა, სისუსტე აქვს საშინელი, სად ჩაერთვება“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის: დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S