Accentnews.ge
ყირიმის დაბომბვის გამო იალტის ეკონომიკური ფორუმი განუსაზღვრელი დროით გადაიდო

ყირიმის დაბომბვის გამო იალტის ეკონომიკური ფორუმი განუსაზღვრელი დროით გადაიდო

26/07/2023 11:42:32 მსოფლიო

ანექსირებული ყირიმის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა გადაწყვიტა იალტის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი, რომელიც სექტემბერისთვის იყო დაგეგმილი, განუსაზღვრელი ვადით გადადოს. ღონისძიების გაუქმების ბრძანება დე ფაქტო მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„იალტის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ჩატარება გადადებულია“, - წერს აქსიონოვი თავის ტელეგრამა-არხში.

იალტის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ყირიმში 2015 წლიდან იმართება. წარსულში მასში 4,5 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის 807 უცხოელი დელეგატი იყო. ფორუმზე ხელმოწერილი დოკუმენტების რაოდენობამ 102 შეადგინა , ხოლო ხელშეკრულებები ჯამში 215 მილიარდ რუბლზე დაიდო.

კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 და 2021 წლებში ფორუმი გაუქმდა. 2022 წელს ის არ გაიმართა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო. მარტში ანექსირებული ყირიმის დე ფაქტო სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ ვლადიმერ კონსტანტინოვმა განაცხადა, რომ ფორუმი სექტემბრის ბოლოს გაიმართებოდა. ასევე განიხილეს იალტადან მოსკოვში ღონისძიების შესაძლო გადატანის შესაძლებლობაც.

.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S