Accentnews.ge
რუსეთი აფრიკას ამერიკულ დოლართან ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდებს

რუსეთი აფრიკას ამერიკულ დოლართან ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდებს

26/07/2023 11:32:29 მსოფლიო

რუსეთი გეგმავს, აფრიკის ქვეყნებთან ერთობლივად იღვაწოს დოლარის შესასუსტებლად, რომელსაც აშშ "საკუთარი აგრესიის რეალიზებისა და უპირატესობისთვის ბრძოლის იარაღად იყენებს", - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

"აუცილებლად მიგვაჩნია ბრძოლა ამერიკული დოლარის, როგორც სარეზერვო ვალუტისა და ანგარიშსწორების პრაქტიკულად მონოპოლური საშუალების წინააღმდეგ" - განაცხადა ზახაროვამ.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში რუსეთის საგარეო უწყება დოლარს "ფარატინა ქაღალდად" მოიხსენიებდა, რომლის მიმართ "ნდობა რუსეთის წინააღმდეგ დასავლური სანქციების შედეგად მნიშვნელოვნად შეირყა".

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის მსოფლიოს ქვეყნების სავალუტო რეზერვებში დოლარის წილი 2016 წლის 65%-იანი ნიშნულიდან 59%-მდე შემცირდა, თუმცა ცენტრალური ბანკების ფაქტობრივი შენატანები ამერიკულ ვალუტაში იმავე პერიოდში 5,1 ტრილიონიდან 6,6 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S