Accentnews.ge
უკრაინასთან ომში მონაწილეობა რუსეთში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძვლად გამოცხადდა

უკრაინასთან ომში მონაწილეობა რუსეთში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძვლად გამოცხადდა

26/07/2023 11:22:30 მსოფლიო

რუსეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკრაინასთან ომში მონაწილეობა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძვლად იქცა.

ეს ვერდიქტი უმაღლესმა სასამართლო ინსტანციამ რუსი სამხედროს - ვლადისლავ კუსტინოვის საკასაციო საჩივრის საფუძველზე გამოიტანა, რომელსაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანის გარდაცვალების გამო გრძელვადიანი პატიმრობა ქონდა მისჯილი. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ დანაშაულის ჩადენიდან უკვე წელიწადნახევარი იყო გასული და რომ ამჟამად უსტინოვი უკრაინის ფრონტზე იბრძვის - "მაშასადამე, საზოგადოებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს".

აღსანიშნავია, რომ უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა კანონი თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში მსუბუქი დანაშაულების ჩამდენ პირთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.

დამოუკიდებელი რუსი იურისტები დარწმუნებულები არიან, რომ უსტინოვის ქეისი დაექვემდებარა ამჟამინდელ სახელმწიფო პოლიტიკას, რომლის ფარგლებშიც თავდაცვის სამინისტრო უკრაინის ფრონტზე გასაგზავნად მასობრივად აფორმებს კონტრაქტებს მსჯავრდებულებთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S