ზელენსკი: ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემისთვის საჭირო საშუალებები უკვე ქვეყანაშია და სულ მალე ყველაზე ცხელ წერტილებში გაიგზავნება
26/07/2023 10:43:25 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემისთვის საჭირო საშუალებები უკვე ქვეყანაშია და სულ მალე ყველაზე ცხელ წერტილებში გაიგზავნება.
„ჩავატარეთ ყოველდღიური თათბირი. მოვისმინე მიმდინარე ანგარიშები ახალი იარაღისა და საბრძოლო მასალის მიღებასთან დაკავშირებით. გვჯერა ჩვენი ბიჭების. ვაგრძელებთ მუშაობას", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.


