ევროკავშირი მზად არის, უკრაინის სოფლის მეურნეობის საქონლის ექსპორტი „სოლიდარობის გზებით“ განახორციელოს
26/07/2023 09:27:15 მსოფლიო
ევროკავშირი მზად არის, უკრაინის სოფლის მეურნეობის საქონლის ექსპორტი „სოლიდარობის გზებით“ განახორციელოს. ამის შესახებ ევროკავშირის კომისარმა სოფლის მეურნეობის საკითხებში იანუშ ვოიცეხოვსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლამდე უკრაინული ექსპორტის 60% „სოლიდარობის გზებზე“ მოდიოდა, ხოლო 40% - შავი ზღვით გადიოდა.
"ჩვენ მზად ვართ, თითქმის ყველაფრის ექსპორტი მოვახდინოთ. ექსპორტი ბარჟებით, რკინიგზით, საავტომობილო და შიდა სანაოსნო გზებით განხორციელდება", - განაცხადა მან


