პრაღა მოსკოვს პასუხობს: ჩვენ არ ვიტაცებთ ბავშვებს, არ ვბომბავთ საავადმყოფოებს და არ ვახდენთ მეზობელი ქვეყნების ოკუპაციას, დატოვეთ უკრაინა
26/07/2023 09:24:28 მსოფლიო
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება რუსეთის საგარეო უწყების ანგარიშს ადამიანის უფლებების შესახებ, რომლის თანახმად, "ჩეხეთს ქრონიკული პრობლემები აქვს, რომელთა გადაჭრასაც ქვეყნის ხელისუფლება არ აპირებს".
"ჩეხეთის რესპუბლიკის ქრონიკული პრობლემები: ჩვენ არ ვიტაცებთ ბავშვებს, არ ვბომბავთ საავადმყოფოებს და არ ვახდენთ მეზობელი ქვეყნების ოკუპაციას, დატოვეთ უკრაინა!", – ნათქვამია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მანამდე, ოფიციალურმა მოსკოვმა შემდეგი განაცხადა:
"ჩეხეთს ქრონიკული პრობლემები აქვს, რომელთა გადაჭრასაც ქვეყნის ხელისუფლება არ აპირებს. ამ პრობლემების მოგვარების ნაცვლად, პრაღა დესტრუქციულ საგარეო პოლიტიკურ ქმედებებშია ჩართული. ბოლო წლების განმავლობაში პრაღა რუსოფობიურ კურსს აგრძელებს".


