Accentnews.ge
რუსულმა „დალენერგომაშმა“ 30 წლის განმავლობაში პირველად მიიღო შეკვეთა საქართველოდან

რუსულმა „დალენერგომაშმა“ 30 წლის განმავლობაში პირველად მიიღო შეკვეთა საქართველოდან

26/07/2023 07:29:25 ეკონომიკა

ხაბაროვსკის მანქანათმშნებელმა ქარხანამ „დალენერგომაში“ 30 წლის პაუზის შემდეგ პირველად დაიწყო ტექნიკის მიწოდება საქართველოში,– ამის შესახებ რუსული სახელმწიფო სააგენტო "ტასი" რეგიონულ მთავრობაზე დაყრდნობით იუწყება.

„ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად ქარხანამ მიიღო შეკვეთა საქართველოდან. აირადი აზოტის დამტენი გადაეგზავნება ქიმიურ ქარხანას, რომელიც აწარმოებს მინერალურ სასუქებს",– ნათქვამია შეტყობინებაში.

კრემლის პროპაგანდისტული მედიარესურსი ქარხნის გაყიდვების მენეჯერზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ 2022 წელს ქარხანამ გაორმაგდა პროდუქციის მიწოდება საზღვარგარეთ, ძირითადად უზბეკეთში, ყაზახეთში. ამასთან, იტყობინებიან, რომ ახლა „დალენერგომაში“ აღჭურვილობას აწვდის ათეულობით ქვეყანას, მათ შორის ბელორუსიას, ბულგარეთს, ინდოეთს, ირანს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S