Accentnews.ge
პროკუდინი: ბოლო 24 საათში რუსებმა ხერსონის ოლქი 55-ჯერ დაბომბეს, დაიღუპა 2 ადამიანი

პროკუდინი: ბოლო 24 საათში რუსებმა ხერსონის ოლქი 55-ჯერ დაბომბეს, დაიღუპა 2 ადამიანი

26/07/2023 06:45:38 მსოფლიო

ხერსონის ოლქის ხელმძღვანელმა ალექსანდრე პროკუდინმა განაცხადა, რომ რუსებმა რეგიონის ტერიტორია 55-ჯერ დაბომბეს. თავდასხმების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 3 დაშავდა.

მისივე თქმით, თავდასხმა მოხდა კახოვკის რაიონის ერთ-ერთი სასოფლო-სამეურნეო საწარმოს ტერიტორიაზე.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერმა განახორციელა 55 შეტევა, გაისროლა 300 ჭურვი ნაღმტყორცნებიდან, არტილერიიდან, გრადებიდან, ტანკებიდან, ავიაციიდან, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებიდან და უპილოტო საფრენი აპარატებიდან", - დაწერა პროკუდინმა სოციალურ ქსელში..

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S