Accentnews.ge
გაერო–ს დასკვნა უარყოფს რუსეთის ვერსიას, რომლის თანახმად, უკრაინელი ტყვეები თავად უკრაინამ მოკლა

გაერო–ს დასკვნა უარყოფს რუსეთის ვერსიას, რომლის თანახმად, უკრაინელი ტყვეები თავად უკრაინამ მოკლა

26/07/2023 06:13:46 მსოფლიო

გაერო–ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის დასკვნის მიხედვით, უკრაინის დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში მდებარე ოლენივკის კოლონიაში მყოფი უკრაინელი სამხედრო ტყვეების დაღუპვის მიზეზი სარაკეტო სისტემა HIMARS-ით განხორციელებული შეტევა ვერ იქნებოდა, როგორც ამას რუსეთი ამტკიცებს.

29 ივლისს ერთი წელი სრულდება ოლენივკაში, სულ მცირე, 54 უკრაინელი სამხედროს დაღუპვიდან.

2022 წლის მაისში ქალაქ მარიუპოლზე კონტროლის დამყარების შემდეგ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკრაინელი სამხედროები, მათ შორის პოლკ „აზოვის“ მებრძოლები ოლენივკაში, ყოფილი კოლონიის შენობაში გადაიყვანეს, სადაც 29 ივლისს აფეთქება მოხდა. რუსეთი ირწმუნებოდა, რომ შენობა უკრაინის არმიის სამხედროებმა ააფეთქეს შეერთებული შტატებისგან მიღებული სარაკეტო სისტემა HIMARS-ით, რათა „აზოვის“ მებრძოლებს არ ეღიარებინათ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული. ეს კატეგორიულად უარყო კიევმა და რუსეთი დაადანაშაულა კოლონიის განზრახ აფეთქებაში.

რუსეთმა გაერო–ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლებს არ მისცა ოლენივკაში აფეთქების ადგილის გამოკვლევის საშუალება, თუმცა გადარჩენილი სამხედროების გამოკითხვის და არსებული მასალების ანალიზის საფუძველზე მათ დაასკვნეს, რომ აფეთქება არ იყო გამოწვეული HIMARS-ის რაკეტით. არასაკმარისი მასალების გამო, რეალური მიზეზის დადგენა ჯერ–ჯერობით ვერ ხერხდება.

გაერო–ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ფოლკერ ტურკის განცხადებით, ოლენივკაში დაღუპული და დაჭრილი სამხედრო ტყვეები და მათი ოჯახები იმსახურებენ იმას, რომ სიმართლე იცოდნენ და პასუხი აგოს ყველამ, ვინც საერთაშორისო სამართალი დაარღვია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S