Accentnews.ge
თურქეთში, კურორტ ქემერთან ტყის მასივი იწვის

თურქეთში, კურორტ ქემერთან ტყის მასივი იწვის

26/07/2023 06:06:03 მსოფლიო

თურქეთში, ანტალიის პროვინციაში, კურორტ ქემერთან ძლიერი ხანძარია. ცეცხლი ტყის მასივს უკიდია.

ანტალიის გუბერნატორის ინფორმაციით, ხანძარი მაღალმა ტემპერატურამ, მისი სწრაფი გავრცელება კი ძლიერმა ქარმა და დაბალმა ტენიანობამ განაპირობა. მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ყველა საჭირო ზომას მიმართავს, რომ სტიქია დასახლებულ ტერიტორიაზე არ გავრცელდეს.

ხანძრის შედეგად 120 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა. ცეცხლის ქრობის პროცესში მეხანძრეები, 22 ვერტმფრენი და 200-ზე მეტი მანქანაა ჩართული.

მედიის ინფორმაციით, 6 ადამიანი ძლიერი დაკვამლიანების გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ცნობისთვის: ბოლო დღეებია, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო ტყის ხანძრებს ებრძვის საბერძნეთიც. ძლიერი სიცხეებისა და ხანძრის გამო ქვყენაში ეროვნული დღესასწაული გაუქმდა. ადამიანების ევაკუაცია მოხდა კუნძულ როდოსიდანაც. ტყის ხანძარია ესპანეთშიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S