
IMF: მსოფლიოში მარცვლეულის ფასი შესაძლოა, 15%-ით გაიზარდოს
26/07/2023 05:56:55 ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შეფასებით, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გამო მსოფლიოში მარცვლეულის ფასი შესაძლოა, 15%-ით გაიზარდოს.
როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარმა ეკონომისტმა პიერ-ოლივიე გურინჩასმა ჟურნალისტებს განუცხადა, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება უკრაინიდან მარცვლეულის საკმარისად მიწოდების უზრუნველყოფას უწყობდა ხელს, რამაც სურსათზე ფასების ზეწოლა შეამცირა.
ამასთან, IMF–ის შეფასებით, გლობალური მთლიანი ინფლაცია 2023 წელს 6.8%-მდე დაეცემა, 2024 წელს კი 5.2%-მდე შემცირდება, რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, ის 2023 წელს 6.0%-მდე, 2024 წელის კი 4.7%-მდე შემცირდება.