Accentnews.ge
აშშ-მა უკრაინას 400 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო

აშშ-მა უკრაინას 400 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო

25/07/2023 18:45:26 მსოფლიო

აშშ-მა უკრაინას 400 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო.

დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალას Patriot–ს, HIMARS–ის და NASAMS–ის ტიპის სისტემებისთვის, ასევე Stinger-ის ტიპის საზენიტო სისტემებს, Javelin–ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, Stryker 32 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორს, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვებს, ასევე 120 მმ და 60 მმ ნაღმმტყორცნებს.

უკრაინაში რუსეთში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების ჯამური მოცულობა უკვე 43,7 მილიარდ დოლარზე მეტია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S