ნორვეგიამ 22 მლნ ევრო გადარიცხა ევროკავშირის ფონდში, საიდანაც უკრაინას იარაღით ეხმარებიან
25/07/2023 18:19:33 მსოფლიო
ნორვეგიამ 22 მლნ ევრო გადარიცხა ევროკავშირის ფონდში, საიდანაც უკრაინას იარაღით ეხმარებიან.
როგორც უკრაინული მედია წერს, კონტრიბუცია უკრაინისთვის Leopard 2–ის ტიპის ტანკების საბრძოლო მასალისა და სათადარიგო ნაწილების მომარაგებას მოხმარდება.
ცნობისთვის: ნორვეგიის წინა ფინანსური დახმარება თითქმის 15 მლნ ევროს ოდენობით უკრაინელი სამხედროების მომზადებისთვის ევროკავშირის სასწავლო მისიის მხარდაჭერას მოხმარდა.


