"აეროფლოტის" თვითმფრინავი, რომელიც რეისს სოჭი-მოსკოვის მიმართულებით ასრულებდა, ავარიულად დაეშვა
25/07/2023 17:24:35 მსოფლიო
"აეროფლოტის" თვითმფრინავი Boeing 737, რომელიც სოჭი-მოსკოვის მიმართულებით ასრულებდა რეისს , შერემეტიევოს აეროპორტში ავარიულად დაეშვა.
მიზეზად ტექნიკური პრობლემები, კერძოდ, ძრავის გაუმართაობა სახელდება.
ბორტზე 150 მგზავრი იმყოფებოდა. დაშავებული არავინაა.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სანქციების გამო რუსეთში თვითმფრინავების უმეტესობა ნაწილების შეცვლას ვერ ახერხებს, რის გამოც სულ უფრო ხშირად ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ რუსული ავიაკომპანიებით ფრენა საფრთხისშემცველია.


