იტალიის სამხრეთ ნაწილში ანომალიურ სიცხეებს ებრძვიან, ჩრდილოეთში – ქარიშხალს
25/07/2023 15:37:10 მსოფლიო
იტალიის სამხრეთ ნაწილში ანომალიურ სიცხეებს ებრძვიან, ჩრდილოეთში – ქარიშხალს, – იუწყება Reuters.
გამოცემის ცნობით, ქალაქ პალერმოში ძლიერ შტორმს ორი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ ხე დაეცა.
ძლიერი ქარმა სახლებს სახურავები ახადა. წაიქცა ასობით ხე, დაზიანდა ავტომობილები. გზებზე შეფერხდა საავტომობილო მოძრაობა. უამინდობამ დააზიანა ტურისტული ღირსშესანიშნაობები.
პარალელურად, ძლიერი სიცხეა იტალიის სამხრეთ ნაწილში. სიცილიის ზოგიერთ რაიონში ორშაბათს ჰაერის ტემპერატურამ 47,6 ცელსიუსს მიაღწია.
ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო განგაშის უმაღლესი დონე 16 ქალაქში გამოცხადდა.


