Accentnews.ge
რუმინეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და უნგრეთის წარმომადგენლებმა "შავი ზღვის კაბელის" პროექტთან დაკავშირებით ერთობლივი კომპანიის დაფუძნების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

რუმინეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და უნგრეთის წარმომადგენლებმა "შავი ზღვის კაბელის" პროექტთან დაკავშირებით ერთობლივი კომპანიის დაფუძნების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

25/07/2023 14:07:10 ეკონომიკა

რუმინეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და უნგრეთის წარმომადგენლებმა "შავი ზღვის კაბელის" პროექტთან დაკავშირებით ერთობლივი კომპანიის დაფუძნების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შესაბამისი ცერემონია ბუდაპეშტში გაიმართა.

“მორიგი შეხვედრა შედგა შავი ზღვის კაბელის პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით. შევთანხმდით ერთობლივი კომპანიის, ერთობლივი საზოგადოების შექმნაზე იმ ოთხივე ქვეყნიდან, რომლებიც ამ პროექტს ავითარებენ. ამ ეტაპზე ეკონომიკური დასაბუთების კვლევა მიმდინარეობს [Feasibility study] და გარემოზე ზემოქმედების შეფასება კეთდება. ანუ ყველა ის პროცედურა ხორციელდება, რაც საჭიროა პროექტის ფიზიკურ სამუშაოებზე გადასვლისთვის. ასევე დაგეგმილია გეოფიზიკური და გეოლოგიური კვლევები. ეს არის ის, რაც ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ. ოქტომბრის ბოლოს ველოდებით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შედეგებს და იქ იქნება გაწერილი მშენებლობის პერიოდი, ღირებულება და სხვა მრავალი დეტალი", - განუცხადა ერთ-ერთმა ხელმომწერმა, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ BMG-ს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S