საბერძნეთში ცეცხლის ჩაქრობისას თვითმფრინავი ჩამოვარდა
25/07/2023 14:11:44 მსოფლიო
თვითმფრინავი ხანძრის ჩაქრობისას ჩამოვარდა საბერძნეთში, კუნძულ ევბეაზე.
იუწყებიან, რომ Canadair-ის თვითმფრინავში ორი ბერძენი პილოტი იმყოფებოდა, როდესაც ის სოფელ პლატანისტოსში ძნელად მისადგომ ადგილას დაეშვა, სადაც ხანძარი ამ დრომდე მძვინვარებს.
გამოცემის ცნობით, საბერძნეთის საჰაერო ძალების კუთვნილი Canadair-ის თვითმფრინავი სოფელ ფოთამთან, ხეობაში ჩავარდა, სადაც სიტუაციის გასარკვევად სამხედრო ეკიპაჟები გაემგზავრენ.
მანამდე საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ ტყის ხანძრებთან დაკავშირებული რთული ვითარების გამო ქვეყანა "საომარ მდგომარეობაშია".
საბერძნეთი ერთი კვირაა, მასშტაბურ ხანძრებს ებრძვის.


