Accentnews.ge
რუსულმა გამანადგურებელმა სირიის თავზე ამერიკული სადაზვერვო დრონი დააზიანა

რუსულმა გამანადგურებელმა სირიის თავზე ამერიკული სადაზვერვო დრონი დააზიანა

25/07/2023 14:01:55 მსოფლიო

რუსეთის საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავმა სირიის ცაზე ამერიკული სადაზვერვო დრონი MQ-9 Reaper დააზიანა. თვითმფრინავი ძალიან ახლოს მივიდა დრონთან და მის თავზე ჩამოაგდო სარაკეტო სითბური მახეები,– იუწყება აშშ-ის საჰაერო ძალების პრესსამსახური.

როგორც იტყობინებიან, ხაფანგებთან შეჯახების შედეგად დრონის პროპელერი სერიოზულად დაზიანდა. ოპერატორებმა ფრენის გაგრძელება და ბაზაზე დაბრუნება მოახერხეს.

საჰაერო ძალების ცნობით, MQ-9 Reaper სირიის თავზე მისიას ასრულებდა ტერორისტული ჯგუფის "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ. რუსი პილოტის საქციელს "ფრენის უსაფრთხოების აშკარა უგულებელყოფა" უწოდეს. აშშ-ის საჰაერო ძალებმა მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს "უგუნური, არაპროვოცირებული და არაპროფესიონალური ქცევა".

პენტაგონი ხშირად ადანაშაულებს რუსულ თვითმფრინავებს სირიის ცაზე ფრენის უსაფრთხოების დარღვევაში. საჰაერო ძალებმა გასულ კვირას განაცხადეს, რომ რუსული გამანადგურებელი სახიფათოდ მიუახლოვდა და შექმნა ტურბულენტობის ზონა MC-12 საჰაერო სადესანტო პუნქტის წინ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S