
ლარი გაუფასურებას განაგრძობს
25/07/2023 13:41:21 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 26 ივლისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6029 ლარი ეღირება, ევრო – 2.8752 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3424 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6003 ლარი ღირდა, ევრო – 2.8837 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3385 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.