
28 ივლისიდან Georgian Wings თბილისსა და ბათუმს შორის კვირაში 12 ფრენას შეასრულებს
25/07/2023 13:25:51 ეკონომიკა
28 ივლისიდან ავიაკომპანია Georgian Wings თბილისსა და ბათუმს შორის კვირაში 12 ფრენას შეასრულებს.
ფრენები 70 ადამიანზე გათვლილი იტალიურ-ფრანგული წარმოების საჰაერო ხომალდით შესრულდება.
ერთი გზის ბილეთის ფასი 155 ლარიდან 219 ლარამდე მერყეობს. მისი შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზეა შესაძლებელი.
ფრენის ხანგრძლივობა 55 წუთია.