Accentnews.ge
სანქცირებული Unistream-ით საქართველოში 6 თვეში $762 მლნ გადმოირიცხა

სანქცირებული Unistream-ით საქართველოში 6 თვეში $762 მლნ გადმოირიცხა

25/07/2023 13:14:12 ეკონომიკა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ფულადი გზავნილების Unistream სისტემით 762 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მიიღო, ხოლო გასული წლის განმავლობაში მილიარდ დოლარზე მეტი. ამ შედეგებით გზავნილების ეს სისტემა ქართულ ბაზარზე #1 ადგილს იკავებდა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინამ Unistream 20 ივლისს შეიყვანა სანქცირებულთა სიაში, ხოლო ქართული ბანკები მას 21 ივლისიდან აღარ ემსახურებიან.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში გადმორიცხული გზავნილების 32% სწორედ ხსენებულ სისტემაზე მოდიოდა. Unistream-ის მეშვეობით საქართველოში თანხების უდიდესი ნაწილი რუსეთის ფედერაციიდან შემოდიოდა.

ფულადი გზავნილების სისტემების რეიტინგი გადმორიცხული თანხების მიხედვით (2023, 6 თვე):

1) Unistream - $762 მილიონი დოლარი;

2) Zolotaya Korona - $405 მილიონი დოლარი; 3)

RIA - $342 მილიონი დოლარი;

4) Western Union - $237 მილიონი დოლარი;

5) Money GGram - $231 მილიონი დოლარი;

6) Intel Express - $181 მილიონი დოლარი;

7) Contact - $141 მილიონი დოლარი;

8) Rico Gram - $65 მილიონი დოლარი;

9) სხვა სისტემები ერთად - $0.2 მლნ დოლარი.

2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 2.36 მილიარდი დოლარი იყო. მათ შორის ყველაზე მეტი თანხა, 1.12 მილიარდი დოლარი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა. მეორე პოზიცია 250 მილიონით იტალია, მესამე კი აშშ-მა დაიკავა ($200 მლნ).

საბანკო ასოციაციაში ელიან, რომ მომხმარებლები სხვა სისტემაზე გადაერთვებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S