Accentnews.ge
უკრაინულმა დაზვერვამ კრემლისთვის მომზადებული "საიდუმლო ანგარიშის" მოპოვების შესახებ განაცხადა

უკრაინულმა დაზვერვამ კრემლისთვის მომზადებული "საიდუმლო ანგარიშის" მოპოვების შესახებ განაცხადა

25/07/2023 12:37:27 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო აცხადებს, რომ მან "მარცვლეულის შეთანხმების" თაობაზე კრემლისთვის მომზადებული საიდუმლო ანგარიშის მოპოვება შეძლო.

„ზოგადად, დოკუმენტის ტექსტი ეძღვნება ტექნოლოგიებს, რომლებიც გამოიყენებოდა მარცვლეულის დერეფნის ფუქნციონირების შეფერხების მიზნით და საბოლოოდ გამოიწვია შეთანხმების ჩაშლა",– ნათქვამია უკრაინის სპეცსამსახურის ანგარიშში.

გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ე.წ. „საერთო საკოორდინაციო ცენტრი“ თავის მთავარ ამოცანად ხედავდა იმ მარცვლეულის მოცულობის მაქსიმალურ შემცირებას, რომელიც სეთანხმების ფარგლებში გადიოდა ექსპორტზე.

კერძოდ, უკრაინის სპეცსამსახურის მიერ ციტირებულ დოკუმენტში ნათქვამია: „გემების ხარისხობრივი შემოწმება ასევე იყო ერთ-ერთი მთავარი ელემენტი უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის უკონტროლო ზრდის შესაჩერებლად. ამავდროულად, რუსი ინსპექტორების საქმიანობა აეწყო გემების შემოწმების ორგანიზების შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების მკაცრი დაცვით. შემოწმების შედეგების მიხედვით, ინიციატივაში მონაწილეობა შეზღუდული იყო 46 გემისთვის, ხოლო 303 გემს გადაადგილება 342 დღის განმავლობაში შეეზღუდა".

დაზვერვის თანახმად, მარცვლეულის შეთანხმების ჩაშლის ღონისძიებები რამდენიმე ეტაპად იყო დაყოფილი. კერძოდ, პირველ ეტაპზე რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით, შეთანხმებაში რუსეთის მონაწილეობა რამდენიმე დღით შეჩერდა, რამაც, დოკუმენტის მიხედვით, გამოიწვია მარცვლეულის ექსპორტის შემცირება ოქტომბრის 4,2 მილიონიდან ნოემბერის 2,6 მილიონამდე.

შემდეგი ეტაპი იყო ზომების მიღება იუჟნის პორტში გემების დაშვების შეზღუდვის, ინსპექტირების ჯგუფების რაოდენობის (არაუმეტეს ორი) შემცირებისა და მარცვლეულის გადამზიდავების რეგისტრაციის შეჩერების მიზნით.

„ამ ზომებმა რუსებს საშუალება მისცა, „ეფექტურად შეეზღუდათ უკრაინის პორტებისკენ მიმავალი გემების რაოდენობა და მნიშვნელოვნად შეზღუდა უკრაინიდან სურსათის ექსპორტის მოცულობა, რამაც ზოგადად კიევისთვის შეუძლებელი გახადა, გაეტანა დაახლოებით 20 მილიონი ტონა ტვირთი“. რუსები აცხადებენ, რომ „უკრაინის პორტებიდან ექსპორტირებული პროდუქტის ყველაზე მცირე რაოდენობა, 7,8 მილიონი ტონა, გავიდა ინიციატივის მესამე ეტაპზე (2023 წლის 19 მარტიდან 17 ივლისამდე)“, – ნათქვამია მოხსენებაში.

„დოკუმენტი მოწმობს, რომ ყველა ქმედება მარცვლეულის გარიგების ჩაშლის მიზნით ერთი წინასწარ შემუშავებული გეგმის ნაწილია. უკრაინის პორტის ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული დაბომბვა კი მისი განხორციელების კიდევ ერთი ნაბიჯია“, - აღნიშნავს უკრაინის სპეცსამსახური.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს აქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს, რომ რუსეთი შავ ზღვაში „ცრუ დროშის" ქვეშ ამზადებს ოპერაციას მას შემდეგ, რაც მარცვლეულის შეთანხმებიდან გავიდა.

17 ივლისს კრემლმა მარცვლეულის შეთანხმების შეწყვეტის შესახებ განაცხადა და მას შემდეგ ბომბავს ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S