Accentnews.ge
Politico: ჩინეთი რუსეთს სამხედრო ტექნიკას და აღჭურვილობას აწვდის

Politico: ჩინეთი რუსეთს სამხედრო ტექნიკას და აღჭურვილობას აწვდის

25/07/2023 12:11:08 მსოფლიო

რუსეთი ჩინეთიდან ყიდულობს სამხედრო დანიშნულების პროდუქციას: დრონებს, ჩაფხუტებს და ჯავშანჟილეტებს,– იუწყება Politico საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით.

ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ მიწოდების მოცულობამ 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა. გარდა ამისა, გაიზარდა სამხედრო დანიშნულების პროდუქციის პროდუქციის ექსპორტი ჩინეთიდან რუსეთში - კერძოდ, კევლარის ექსპორტი ჯავშანჟილეტებისთვის თითქმის 70%-ით გაიზარდა და 225 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

გამოცემა წერს, რომ სავარაუდოდ, უკრაინაც ყიდულობს სამხედრო ტექნიკას და აღჭურვილობას ჩინეთიდან, მაგრამ უკრაინაში ჩინური პროდუქციის მიწოდება 61%-ით – 5 მილიონ დოლარამდე შემცირდა.

ჯავშანჟილეტების ჩინური მწარმოებლის "შანხაი ჰ ვინის" გაყიდვების მენეჯერმა ჟურნალისტებს ტელეფონით განუცხადა, რომ კომპანია იღებს უამრავ შეკითხვას გადამყიდველებისგან. მისივე თქმით, კომპანიას საქონლის პირდაპირ რუსეთში ექსპორტი არ შეუძლია.

Politico-ს გამომძიებლებმა გააანალიზეს დოკუმენტები და დაადგინეს მიწოდების ჯაჭვები. მიღებული მონაცემები იძლევა დასკვნის საშუალებას, რომ შესყიდვებს, როგორც წესი, ერთდღიანი კომპანიები ახორციელებენ.

დასავლური მედია არაერთგზის წერდა, რომ ჩინეთი, რუსეთისა და უკრაინის ომთან მიმართებაში ნეიტრალური პოზიციის გამოცხადების მიუხედავად, მოსკოვს სამხედრო ტექნიკას და აღჭურვილობას აწვდის.

ჩინეთი რუსეთის სამხედრო მხარდაჭერის თაობაზე ყველა ბრალდებას უარყოფს. ცოტა ხნის წინ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მაო ნინგმა განაცხადა, რომ პეკინი არ აწვდის იარაღს კონფლიქტის მხარეებს და „ომის დროს ცეცხლზე ნავთს არ ასხამს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S