Accentnews.ge
სურსათის ეროვნული სააგენტო: ირანული წარმოების კარაქის ნიმუშებში ლისტერია არ გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტო: ირანული წარმოების კარაქის ნიმუშებში ლისტერია არ გამოვლინდა

25/07/2023 12:01:34 საზოგადოება

შპს „ეკე 2009-ში“ აღებული ირანული წარმოების კარაქის ნიმუშებში ლისტერია არ გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების ჯგუფებმა შპს „ეკე 2009-ში“ არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს.

"სააგენტოს ზედამხედველობით ჩატარდა ბიზნესოპერატორის მიერ იმპორტირებული ირანული წარმოების კარაქის ნიმუშების კვლევა პათოგენური მიკროორგანიზმის - Listeria monocytogenes შემცველობაზე. კვლევის შედეგად დარღვევა არ გამოვლინდა.

სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა შპს „ეკე 2009" შპს „ათინათის“ (ქ. ქუთაისი, სულხან-საბას ქუჩა №14) ნედლი რძის გადამამუშავებელი საწარმოდან აღებულ კარაქის ნიმუშებში პათოგენური მიკროორგანიზმის Listeria monocytogenes გამოვლენის შემდეგ მიკვლევადობის პრინციპის გათვალისწინებით, არაგეგმურად შეამოწმეს", - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S