Accentnews.ge
რუმინეთი უკრაინის "უსაფრთხოების გარანტიებს" უერთდება

რუმინეთი უკრაინის "უსაფრთხოების გარანტიებს" უერთდება

25/07/2023 11:42:45 მსოფლიო

ნატოს სამიტზე წარმოდგენილ უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიებს“ რუმინეთი შეუერთდა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.

"უსაფრთხოების გარანტიებთან" შეერთების გადაწყვეტილება რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს სატელეფონო საუბრისას განუცხადა. მათ ასევე განიხილეს რუსეთის მიერ "მარცვლეულის შეთანხმების" ჩაშლა და ზომები, რომლებიც რუმინეთს შეუძლია, მიიღოს უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების ტრანზიტის მხარდასაჭერად.

ნატოს სამიტზე მიღებული დეკლარაცია ითვალისწინებს ორმხრივ შეთანხმებებს კიევს, G7-ის ქვეყნებსა და სხვა ხელმომწერებს შორის უკრაინის თავდაცვისა და დაზვერვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეუერთდა ამ დეკლარაციას, იყო ნორვეგია, რომელიც არ არის G7-ის წევრი.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა G7 ქვეყნების მიერ მიწოდებულ უსაფრთხოების გარანტიებს და უწოდა "უკრაინის უსაფრთხოების საფუძველი ნატოსკენ მიმავალ გზაზე".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S