Accentnews.ge
ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს: რუსულენოვანი პირები ტელეფონით მიკავშირდებიან და მემუქრებიან

ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს: რუსულენოვანი პირები ტელეფონით მიკავშირდებიან და მემუქრებიან

25/07/2023 11:03:35 საზოგადოება

"ფორმულას" წამყვანი ირაკლი ტაბლიაშვილი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

როგორც ჟურნალისტი ამბობს, მას რამდენიმე დღეა, სხვადასხვა ნომრიდან უკავშირდებიან რუსულენოვანი მოქალაქეები და ემუქრებიან.

ბოლო ასეთი სატელეფონო ზარის შემდეგ, ჟურნალისტმა პოლიციას მიმართა.

გამოკითხვაზე შესვლამდე ტაბლიაშვილმა აღნიშნა, რომ იგი საგამოძიებო უწყებებთან ითანამშრომლებს.

"ცხადია, თანამშრომლობისთვის მზად ვარ. გუშინ, დაახლოებით საღამოს 6 საათზე დამიკავშირდა რუსულენოვანი მოქალაქე, მაღალი ალბათობით, ეროვნებით რუსი. ჰქონდა ქართული ტელეფონის ნომერი, მას შემდეგ, რაც სცადა კომუნიკაცია და მე უარი ვუთხარი ამაზე და ვუთხარი უხეშადაც იმიტომ, რომ არ მსურდა მასთან კომუნიკაცია, იგი დამემუქრა სახლთან ოპერატიული ბრიგადების მოგზავნით",- თქვა ტაბლიაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S