ურსულა ფონ დერ ლაიენი: მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში უკრაინამ მორიგი ტრანში მიიღო
25/07/2023 10:45:18 მსოფლიო
ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში უკრაინამ მორიგი ტრანში მიიღო.
როგორც იგი სოციალურ ქსელში წერს, ტრანშის მოცულობა 1.5 მილიარდ ევროს შეადგენს.
ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთის ქმედებები დაგმო, "რომლებიც უკრაინის მარცვლეულის საცავების და საპორტო ინფრასტრუქტურის განადგურებაზეა მიმართული".


