Accentnews.ge
მოლდოვის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარეს საელჩოს მეშვეობით თვალთვალის შესახებ ცნობების შემდეგ

მოლდოვის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარეს საელჩოს მეშვეობით თვალთვალის შესახებ ცნობების შემდეგ

25/07/2023 10:23:59 მსოფლიო

რუსეთის ელჩი მოლდოვაში ოლეგ ვასნეცოვი საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროში დაიბარეს მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა გამოძიების შედეგები მოლდოვის ხელისუფლების მიმართ რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან თვალთვალის შესახებ კიშინიოვში განთავსებული საელჩოს დახმარებით.

საგარეო უწყების ცნობით, სამინისტრო „აანალიზებს ამ ჯაშუშური მოქმედებების ბუნებასა და მასშტაბებს, მათ შორის გამოძიებაში დასახელებული პირების საქმიანობას“, რათა სწრაფად და ადეკვატურად მოახდინოს რეაგირებდეს სიტუაციაზე.

„აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია მოლდოვას რესპუბლიკის საშინაო საქმეებში შპიონაჟისა და საგარეო ჩარევის ნებისმიერი ქმედება, რაც პირდაპირ გამოწვევას წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის“, - ნათქვამია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მოლდოვა რუსეთის ელჩისგან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებას მოსთხოვს.

სამინისტრომ დასძინა, რომ მოვლენების შემდგომი განვითარებიდან გამომდინარე, ხელისუფლება "განიხილავს რეაგირების რამდენიმე ვარიანტს".

შეგახსენებთ, რომ Jurnal TV-სა და The Insider-ის ცნობით, მოლდოვაში რუსეთის საელჩოს სახურავზე ათობით ანტენა და სატელიტური თეფში იყო დამონტაჟებული, რომელსაც რუსული სპეცსამსახურები მეთვალყურეობისთვის იყენებენ.

აპრილში, Dossier Center-მა გამოაქვეყნა გამოძიება, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა დაამონტაჟეს სათვალთვალო სისტემა საელჩოებზე განთავსებული ანტენების გამოყენებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S