საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი: ქვეყანა ომშია ტყის ხანძრების გამო
25/07/2023 09:45:45 მსოფლიო
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ ტყის ხანძრის გამო ქვეყანა "საომარ მდგომარეობაშია".
ამის შესახებ მან პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, – იუწყება Guardian.
”ეს ბრძოლა არ არის თანაბარი და გაგრძელდება მანამ, ვიდრე პირობები რთული იქნება”, - თქვა მიცოტაკისმა.
მან აღნიშნა, რომ წინ "სამი მძიმე დღეა", რადგან ტემპერატურის მორიგი მატებაა მოსალოდნელი.
„ჩვენ ცეცხლთან ვართ ომში“, - დასძინა მიცოტაკისმა უკიდურეს ვითარებაზე საუბრისას, რომელშიც ქვეყნის რამდენიმე რეგიონი იმყოფება.
საბერძნეთი ერთი კვირაა, ებრძვის ტყის ხანძარს კუნძულ როდოსზე, საიდანაც 20 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ტყის ხანძრები ასევე მძვინვარებს კუნძულ კორფუზე, საბერძნეთის დასავლეთ სანაპიროზე და კუნძულ ევბეაზე, ათენის დედაქალაქთან.


