თურქეთში მყოფი რუსი იმიგრანტების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
25/07/2023 09:33:17 მსოფლიო
თურქეთში მყოფი რუსი იმიგრანტების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
ქვეყნის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 2022 წელს წინა წელთან შედარებით, ქვეყანაში 33,2%-ით შემცირდა იმიგრანტების რაოდენობა. ამ ფონზე 25%-ით გაიზარდა რუსეთიდან ემიგრირებულთა რაოდენობა.
თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის მონაცემებით, 2022 წელს რუსი იმიგრანტების რაოდენობა იყო 99 786, რაც უცხო ქვეყნების მოქალაქეებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მეორე ადგილზეა უკრაინა (8,1%). პირველ ხუთეულში არიან ირანი(6,5%), ავღანეთი(5,4%) და ერაყი(4,8%).
2022 წელს წინა წელთან შედარებით, 77%-ით გაიზარდა რუსეთის იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც თურქეთში ბინადრობის უფლება მიიღეს. იმიგრანტების დიდი ნაწილი საცხოვრებლად უპირატესობას ქალაქ სტამბოლ ანიჭებს .


