ზელენსკი – სუნაკს: "უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება საჰაერო თავდაცვის გაძლიერება"
25/07/2023 09:25:51 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრს რიში სუნაკს ტელეფონით ესაუბრა.
ზელენსკის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება იყო.
"უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, რათა დაიცვას ხალხი, ისტორიული მემკვიდრეობა და გააგრძელოს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა. ამის შესახებ ვესაუბრე ტელეფონზე ბრიტანეთის პრემიერმინისტრ რიში სუნაკს. ასევე ვესაუბრე რუსეთის ყოველდღიურ ძალისხმევაზე, გაანადგუროს ოდესის ისტორიული ცენტრი და პორტის ინფრასტრუქტურა. ჩვენ უნდა დავიცვათ ოდესა.
ჩვენ ასევე განვიხილეთ თავდაცვის შემდგომი თანამშრომლობის საკითხები, უკრაინის შეტევითი ოპერაციების მიმდინარეობა და ამჟამინდელი საჭიროებები უკრაინის თავდაცვისთვის.
მე და რიში სუნაკმა ვისაუბრეთ G7-ის მიერ ვილნიუსში ნატოს სამიტზე უკრაინის მხარდაჭერის ერთობლივი დეკლარაციის მიღებაზე და მასში სხვა ქვეყნების შემდგომ შეერთებაზე. ჩვენ ასევე განვიხილეთ კოორდინირებული სამომავლო ნაბიჯები უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიებით", - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში..


