Accentnews.ge
თურქეთის სამხრეთ ნაწილში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთის სამხრეთ ნაწილში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

25/07/2023 09:20:52 მსოფლიო

სამხრეთ თურქეთში, ადანის პროვინციაში ადგილობრივი დროით 08:44 საათზე, 5,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ კოზანთან იყო.

მიწისძვრამ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. ხალხი ქუჩებში გავიდა.

წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი ან სერიოზული ნგრევა არ დაფიქსირებულა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 5,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ სამი მცირე ბიძგი მოხდა. მიწისძვრა მეზობელ პროვინციებში დიარბაკირსა და მერსინში იგრძნობოდა.

ადანას მიწისძვრა მოხდა ხუთნახევარი თვის შემდეგ ორი დამანგრეველი მიწისძვრიდან, რომელმაც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონის დიდ ნაწილი აზარალა. დაიღუპა სულ მცირე 50 000 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S