Accentnews.ge
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გემ „სერგეი კოტოვზე“ თავდასხმის შესახებ განაცხადა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გემ „სერგეი კოტოვზე“ თავდასხმის შესახებ განაცხადა

25/07/2023 09:07:24 მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო გემზე "სერგეი კოტოვზე" ღამის თავდასხმის შესახებ განაცხადა.

"გემი ასრულებდა დავალებებს დერეფნის გასაკონტროლებლად შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში - სევასტოპოლიდან 370 კილომეტრში", ნათქვამია მოხსენებაში.

უწყება ამტკიცებს, რომ გემს უკრაინის შეიარაღებული ძალები ორი უეკიპაჟო კატერით დაესხნენ თავს, რომლებიც 1000 და 800 მეტრის მანძილზე გაანადგურეს.

უკრაინულ მხარეს კომენტარი არ გაუკეებია.

11 ივნისს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია შავი ზღვის ფლოტის სადაზვერვო გემ „პრიაზოვიეზე“ თავდასხმის შესახებ სევასტოპოლიდან 300 კილომეტრში. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულ სადაზვერვო ხომალდ „ივან ხურსს“ საზღვაო დრონები დაესხნენ თავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S