Accentnews.ge
მედია: აშშ უკრაინას დამატებით 400 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გადასცემს

მედია: აშშ უკრაინას დამატებით 400 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გადასცემს

25/07/2023 06:53:23 მსოფლიო

აშშ უკრაინას დამატებით 400 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გადასცემს, – იუწყება AP.

სააგენტოს წყაროთა თანახმად, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს სამეთვალყურეო დრონებს Hornet, რაკეტებს სისტემებისთვის HIMARS და NASAMS, რაკეტებს Hydra-70, საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს Stinger და Javelin, 32 ჯავშანმანქანას Stryker, ცეცხლსასროლი იარაღის 28 მილიონ ტყვიას და სხვა საბრძოლო საშუალებებს.

პენტაგონის ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 18 ივლისამდე პერიოდში აშშ-მა უკრაინას 42.6 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება გაუწია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S