უკრაინა: რუსეთმა კიევს დრონებით კვლავ შეუტია, ყველა უპილოტო საფრენი აპარატი გავანადგურეთ
25/07/2023 06:18:08 მსოფლიო
რუსული ძალები კიევს უპილოტო საფრენი აპარატებით კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა დედაქალაქისკენ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს, – იუწყება კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცია.
წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი და ნგრევა არ არის.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ივლისის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევზე დრონებით შეტევა ექვსჯერ მიიტანეს.


