Accentnews.ge
უკრაინის საჰაერო ძალებმა ისაუბრა ჰაერში რუსეთის ახალ საშუალებებზე

უკრაინის საჰაერო ძალებმა ისაუბრა ჰაერში რუსეთის ახალ საშუალებებზე

24/07/2023 20:47:20 მსოფლიო

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა ისაუბრა, რა ახალი და უკვე ცნობილი საჰაერო საშუალებები აქვს რუსეთის არმიას უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად.

მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები აფიქსირებენ შედარებით ახალ Kh-32 რაკეტებს, რომლებიც შეიქმნა Kh-22-ის ტექნიკურ ბაზაზე.

„რამდენია შეიარაღებაში, ასეთი ინფორმაცია არ მაქვს. მაგრამ ის, რომ ისინი არსებობენ, ცალსახაა“, - ამბობს იგნატი.

მან ასევე თქვა, რომ დამტყმელი დრონები "სერიოზულ საზრუნავს და პრობლემებს უქმნის უკრაინის თავდაცვის ძალებს, განსაკუთრებით, ფრონტის წინა ხაზზე".

„იმიტომ, რომ სწორედ ფრონტის ხაზს ესხმიან თავს ეს დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატები. საუბარია რამდენიმე ათეულ კილომეტრზე - მაქსიმალურ რადიუსზე, რა მანძილზეც არის შესაძლებელი მათი გამოყენება. დიახ, მათ არ აქვთ ძალიან დიდი ქობინი, მაგრამ ჯამში ვხედავთ, რომ მუშაობენ, მწყობრიდან გამოჰყავთ ტექნიკა, კლავენ ადამიანებს“, - თქვა მან.

იგნატის თქმით, რუსეთის არმიამ უნდა გააკონტროლოს "ლანცეტების" გამოყენება, რადგან ამ დრონის საბრძოლო მასალა "არ არის იაფი". სწორედ "ლანცეტებით" ცდილობენ რუსები, გამოავლინონ უკრაინული სარადარო სადგურები.

„არსებული ინფორმაციით, ერთი "ლანცეტი, დაახლოებით 60 ათასი დოლარია“, - თქვა იგნატმა და დასძინა, „მაგრამ, ხედავთ, რუსეთი აშენებს როგორც ამ უპილოტო საფრენი აპარატებს, ასევე "შაჰედებს", რომლებიც აშენდება რუსულ ობიექტებზე. და ასევე FPV–დრონებს, რომლებიც ასევე ხდება ამ ომის ახალი იარაღი".

იგნატი ამბობს, რომ არ იცის, ზუსტად რამდენი "ლანცეტი" აქვთ რუსებს, მაგრამ "მათ აქვთ ისინი".

„მათ აქვთ წარმოების სესაძლებლობა, აქვთ ნაწილები. დარწმუნებული ვარ, რომ იგივე "ლანცეტში" და სხვა უპილოტო საფრენ აპარატებში არის უამრავი იმგვარი ნაწილი, რომლებიც სანქცირებული საქონელია და რომელიც რუსეთმა არ უნდა მიიღოს, ”- ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სპიკერმა.

ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდება. მისი განცხადება გაკეთდა სამხრეთ უკრაინაში რუსეთის მძიმე თავდასხმების ფონზე, მათ შორის, იმგვარი საშუალებებით, რომელთა ჩამოგდების სესაძლებლობაც უკრაინას არ აქვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S