იგნატი: ყირიმში ნებისმიერი წერტილი უკვე მიღწევადია ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის
24/07/2023 20:24:28 მსოფლიო
ყირიმის ნებისმიერი წერტილი მიწვდენადია უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, თუმცა არმიას ჯერ კიდევ სჭირდებათ შესაბამისი გრძელ მანძილზე მოქმედი საშუალებები და იარაღები,– ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა უკრაინის ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა.
"ყირიმში ნებისმიერი წერტილი, როგორც ვხედავთ, უკვე მიღწევადია ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის. ჩვენ გვჭირდება საშუალებები, ინსტრუმენტები, რათა გავანადგუროთ იგივე სანაპირო სარაკეტო სისტემა "ბასტიონი", რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდები - ის, რაც ჩვენ გამუდმებით თავს გვესხმის... ამისთვის გვჭირდება შორი მოქმედების იარაღი, მაღალი სიზუსტის ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსი",– თქვა იგნატმა.
24 ივლისს დილით, ანექსირებული ყირიმის რუსმა ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ ყირიმის ცაზე სავარაუდოდ 11 დრონი განეიტრალდა. მისივე თქმით, ჯანკოის რაიონში საბრძოლო მასალის საცავთან შეჯახების გარდა, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა, სავარაუდოდ, დააზიანა კერძო სახლი კიროვის რაიონში. ჯანკოის რაიონის რამდენიმე სოფელში ევაკუაცია გამოცხადდა.
გასული წლის აგვისტოდან მოყოლებული ყირიმში თითქმის ყოველდღიურად ისმის აფეთქებების ხმები.


