ორბანის სიტყვების შემდეგ სლოვაკეთსა და რუმინეთში უნგრეთის ელჩები დაიბარეს
24/07/2023 20:05:28 მსოფლიო
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს უნგრეთის ელჩი მას შემდეგ, რაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა შაბათს სლოვაკეთს უწოდა "უნგრეთისგან დაშორებული პროვინციის ნაწილი".
სამინისტროს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ სლოვაკეთიც და უნგრეთიც, თანაბრად მემკვიდრეები არიან ავსტრია-უნგრეთის, ამიტომ „დღევანდელ უნგრეთს ვერაფერს წაართმევდნენ“.
"ჩვენს ინტერესებში შედის ნორმალური და მშვიდი ურთიერთობების შენარჩუნება უნგრეთთან, მაგრამ მგრძნობიარე საკითხების ურთიერთგათვალისწინებით და ურთიერთპატივისცემით. უნგრეთის პრემიერის ბოლო განცხადებები ამას არ შეესაბამება", - დასძინა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
უნგრეთის ელჩი დაიბარეს რუმინეთის საგარეო უწყებაშიც. ინფორმაცია უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ დაადასტურა და განაცხადა, რომ „ეს არ იყო დიდი სიურპრიზი“.
"შეხვედრის ტონი და ატმოსფერო შეიძლება, შეფასდეს, როგორც მშვიდი და თავაზიანი. რუმინეთის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა პრაქტიკულად გაიმეორა წინა დემარშის თეზისები, ამჯერად გამოსვლის შემდეგ გაკეთებული განმარტებებით", - წერს ის "ფეისბუქზე".
საუბარია ორი კვირის წინანდელ დემარშზე, როდესაც რუმინეთის ელჩმა უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასცა ინსტრუქცია ბუქარესტიდან, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი, რა არ უნდა განიხილებოდეს რუმინეთის საკურორტო ქალაქ ბეილე თუშნადში „საზაფხულო ტუსვანიოშის უნივერსიტეტის“ ფარგლებში. მაგალითად ამ ღონისძიებაზე 2022 წელს ორბანმა გამოვიდა ევროპული და არაევროპული რასების „შერევის“ წინააღმდეგ, რამაც აღაშფოთა ოპოზიციური პარტიები და ევროპელი პოლიტიკოსები.


