Accentnews.ge
მედია: რუმინული გემები უკრაინის პორტში იმყოფებოდნენ რუსული თავდასხმის დროს

მედია: რუმინული გემები უკრაინის პორტში იმყოფებოდნენ რუსული თავდასხმის დროს

24/07/2023 17:40:55 მსოფლიო

ექვსი რუმინული გემი ორშაბათს ღამით უკრაინის პორტ რენისში იმყოფებოდა რუსული დარტყმების დროს,– იუწყება Mediafax.

აღნიშნულია, რომ მეზღვაურები არ დაშავებულან, არ დაზიანებულა მათი გემები და დარტყმების შემდეგ სწრაფად დატოვეს პორტი და მიაღწიეს მარჯვენა სანაპიროს, სადაც იწყება რუმინეთის ტერიტორია.

უკრაინის ოპერატიული სარდლობის „სამხრეთის“ ცნობით, 24 ივლისს ღამით რუსმა სამხედროებმა ოდესის რეგიონზე მორიგი დარტყმა განახორციელეს. თავდასხმის სამიზნე დუნაის პორტის ინფრასტრუქტურა იყო. დარტყმების შედეგად განადგურდა მარცვლეულის ანგარი, დაზიანდა სხვა ტვირთების შესანახი ინფრასტრუქტურა, ერთ-ერთ საწარმოო ობიექტში გაჩნდა ხანძარი.

ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა განაცხადა, რომ თავდასხმის დროს პორტის ექვსი თანამშრომელი დაშავდა. ოთხი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S