ჩრდილოეთ კორეამ კვლავ გაუშვა ორი ბალისტიკური რაკეტა
24/07/2023 17:33:26 მსოფლიო
ორშაბათს საღამოს ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროზე კვლავ გაუშვა ბალისტიკური რაკეტები, მას შემდეგ რაც აშშ-ის ბირთვული წყალქვეშა ნავი სამხრეთ კორეის საზღვაო ბაზაზე შევიდა,– იუწყება Reuters.
სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ხოლო იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაშვებულია სულ მცირე, ერთი ბალისტიკური რაკეტა.
სამხედროებს რაკეტის ტიპი ჯერ არ დაუკონკრეტებიათ.
შეგახსენებთ, რომ მხოლოდ გასულ შაბათ-კვირას, ფხენიანმა ჩაატარა ფრთოსანი რაკეტების სატესტო გაშვება, მანამდე სამი დღით ადრე მან ორი მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა იაპონიის ზღვაში. ამასთან გასულ კვირას გაუშვა უახლესი Hwasong-18 კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა.
სეულმა და ვაშინგტონმა გააძლიერეს თავდაცვითი თანამშრომლობა ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ტესტების საპასუხოდ, ერთობლივი სამხედრო წვრთნებით, რომლებიც მათ შორის, მოიცავს აშშ-ის სტრატეგიულ აქტივებს.


