Accentnews.ge
როდოსიდან 20 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

როდოსიდან 20 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

24/07/2023 17:23:43 მსოფლიო

საბერძნეთში, კუნძულ როდოსიდან ტყის ხანძრების გამო 20 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, რასაც საბერძნეთის მთავრობამ „ქვეყნის ისტორიაში ხანძრის გამო ყველაზე მასობრივი" უწოდა.

როდოსიდან, რომელიც საბერძნეთის ძირითადი ნაწილის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს, მოქალაქეთა ნაწილი გადაიყვანეს ხმელეთით, ნაწილი საზღვაო გზით. ტურისტებს მოუხდათ აეროპორტში, დროებით საცხოვრებელში და ზოგჯერ ქუჩებში ღამის გათენება.

ადამიანების უსაფრთხო არეალებში ევაკუაცია მოხდა კუნძულ კორფუზეც. დიდი ხანძრის შესახებ იტყობინებიან კუნძულ ევბეიდან, სადაც სულ მცირე ოთხი სოფლის მოსახლეობამ დატოვა საცხოვრებელი.

საბერძნეთში ტყის ხანძრები მთელი კვირაა, მძვინვარებს. ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობს მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი.

საბერძნეთის 180 დასახლებულ პუნქტში 40°- ზე მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, ქვეყნის სამხრეთში – 46,4°. სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, რომ მაღალი ტემპერატურა კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S