უკრაინაში „ლენინგრადის პოლკის“ მეთაური მოკლეს
24/07/2023 17:10:02 მსოფლიო
უკრაინაში „ლენინგრადის პოლკის“ მეთაური, პოლკოვნიკი ევგენი ვაშუნინი დაიღუპა.
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს სანქტ-პეტერბურგის საკანონმდებლო საკრებულოს სპიკერის, ალექსანდრ ბელსკის განცხადებაზე დაყრდნობით.
„პოლკოვნიკი ვაშუნინი მებრძოლთა ჯგუფთან ერთად ოპერატიულ ალყაში მოხვდა, რის შედეგად დაიღუპა“, - ნათქვამია განცხადებაში.
მიმართულება არ არის მითითებული.


