ესპანეთმა უკრაინაში Leopard 2A4–ებისა და ჯავშანტრანსპორტიორის გაგზავნის შესახებ განაცხადა
24/07/2023 17:06:33 მსოფლიო
ესპანეთის თავდაცვის სამინისტრომ ორშაბათს გაავრცელა ინფორმაცია უკრაინაში ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პარტია გაგზავნის შესახებ, რომელიც მათ შორის, მოიცავს Leopard 2A4 ტანკების ბოლო პარტიას.
ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სანტანდერის პორტიდან უკრაინის მიმართულებით გემი გავიდა ტვირთით, რომელიც რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, სავარაუდოდ, აგვისტოს დასაწყისში სრულად გადაეცემა.
"ესპანეთის მიერ გაგზავნილი ტვირთი შედგება ოთხი Leopard 2A4 ტანკისაგან, გარდა ექვსი Leopard 2 ტანკისა იგივე მახასიათებლებით, რომლებიც უკვე გადაეცა უკრაინულ მხარეს",– ნათქვამია შეტყობინებაში.
გარდა ამისა, ესპანეთმა გაგზავნა ათი TOA M-113 ჯავშანტრანსპორტიორი (მათგან სამი უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურისთვის), ათი მძიმე სატვირთო მანქანა (ხუთი მესაზღვრეებისთვის, დანარჩენი შეიარაღებული ძალებისთვის), ჯავშანტექნიკა (მესაზღვრეებისთვის).
ტვირთში ასევე შედის სასწრაფო დახმარების მანქანები.


