პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც სამხედრო თადარიგში მყოფთა ზღვრული ასაკის იზრდება
24/07/2023 16:57:16 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, ხუთი წლით იზრდება იმ სამხედრო პირების რეზერვში ყოფნის ვადა, რომელთა წოდებაც ოფიცერზე ნაკლებია.
უფროსი ოფიცრებისთვის ეს ასაკი 60-დან 65 წლამდე გაიზრდება. უმცროსი ოფიცრებისთვის, 55-დან 60-მდე, ხოლო სხვა წოდებების მქონე პირთა ასაკი 45-დან 55- წლამდე.
ამავდროულად, სამობილიზაციო რეზერვში დაწესებული ზედა ზღვარი მაღალი რანგის ოფიცრებისთვის 70 წელზე შენარჩუნდება.
ახალი წესები ძალაში, 2024 წლის პირველი იანვრიდან შევა და 2028 წლამდე გარდამავალ პერიოდში იმოქმედებს.


