Accentnews.ge
ოდესის ყოფილი სამხედრო კომისარი დააკავეს

ოდესის ყოფილი სამხედრო კომისარი დააკავეს

24/07/2023 16:41:53 მსოფლიო

ოდესის ყოფილი სამხედრო კომისარი ევგენი ბორისოვი დააკავეს.

უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროს ცნობით, 51 წლის ბორისოვი ეჭვმიტანილია უკანონო გამდიდრებაში და სამხედრო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობისთვის თავის არიდებაში. ბორისოვი კომისარიატს (დაკომპლექტების და სოციალური დახმარების საოლქო ცენტრი) 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა. 28 ივნისს უკრაინის პრეზიდენტის დავალებით გაათავისუფლეს სამსახურიდან. მიზეზი იყო გამოძიების დაწყება სამხედრო პირის ოჯახის გარშემო, რომელსაც აღმოუჩინეს ესპანეთში 4,5 მილიონი დოლარის საფასურის ქონება. ჟურნალისტების ცნობით, 2022 წლის დეკემბერში ბორისოვის ოჯახმა მარბელიაში 3 მილიონი დოლარის ღირებულების ვილა შეიძინა. ქონება ბორისოვის დედაზე გააფორმეს. ბორისოვის ცოლმა მარბელიაშივე იყიდა საოფისე სივრცე. გარდა ამისა, ბორისოვის სიდედრს ძვირადღირებული ავტომანქანები აღმოუჩინეს.

როგორც გამოძიების სახელმწიფო სამსახური იტყობინება, ბორისოვი ცდილობდა, მიმლვას. – იცვლიდა ტელეფონის ნომრებს, ავტომანქანებს და საცხოვრებელ ადგილებს. საბოლოოდ ის კიევში დააკავეს.

ბორისოვს ათწლიანი პატიმრობა ემუქრება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S