Accentnews.ge
მედია: რუსულ ტელეარხებს მოსკოვზე დრონებით შეტევის გაშუქება აუკრძალეს

მედია: რუსულ ტელეარხებს მოსკოვზე დრონებით შეტევის გაშუქება აუკრძალეს

24/07/2023 16:31:47 მსოფლიო

რუსულ ტელეარხებს მოსკოვზე დრონებით მიტანილი იერიშის გაშუქება აეკრძალათ. ამის შესახებ The Insider-ი წერს, რომელიც ესაუბრა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის, РБК–ს, ასევე რამდენიმე რეგიონული ტელეარხის თანამშრომლებს.

მათ განაცხადეს, რომ აკრძალვის შესახებ 11:00–საათან საინფორმაციო გამოშვების დაწყებამდე 15 წუთით ადრე ეუწყათ. 10:00–საათიანი გამოშვებაში დროებით შეტევის შესახებ სიუჟეტი მოხვდა. ხოლო 11:00 საათის შემდეგ აღნიშნული თემა თავდაცვის სამინისტროსა და დედაქალაქის მერის მოკლე კომენტარებით შემოფარგლეს.

„ეთერში გასვლამდე 15 წუთით ადრე მოგვიწია ყველაფრის შეცვლა: თვითმხილველების, შედეგების შესახებ კადრების ამოღება. ეთერი შევავსეთ რაღაც საერთაშორისო ისტორიებით , რომელთაც არც კი ავიღებდით. თემა "როსია 24"-დან და "მოსკოვა 24"-დან გააქრეს",– უყვება გამოცემას წყარო.

რეგიონულ არხებს, წყაროების ცნობით, სთხოვეს, რომ ეთერში აქცენტი არ გაეკეთებინათ ამ თემა.

იმავდროულად, არ იყო აკრძალული ყირიმზე დრონის თავდასხმის შესახებ სიუჟეტების მომზადება, მათ შორის, კადრების ჩვენება. ამიტომ, ბევრმა არხმა საინფორმაციო გამოშვება ამის თემით გახსნა.

ორშაბათს დილით მოსკოვს ორი უპილოტო საფრენი აპარატი შეუტიეს. ერთ-ერთი დრონი დაეცა კომსომოლსკის პროსპექტის მიდამოში, ქალაქის ცენტრთან ახლოს. ამ ადგილიდან არც თუ ისე შორს – ფრუნზენსკაიას სანაპიროზე არის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობა. მეორე დრონი ლიხაჩევის გამზირზე მდებარე ბიზნეს ცენტრის შენობას შეეჯახა. მომხდარში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინა დაადანაშაულა. თავად უკრაინას არასდროს უღიარებოა ოფიციალურად კავშირი მსგავს ინციდენტებან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S