
თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებაა
27/11/2019 07:38:18 სხვა, საზოგადოება
თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებაა. როგორც მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გალაქტიონ ბუაძემ თანამდებობა დატოვა.
კალაძის თქმით, ბუაძე სამუშაოდ კერძო სექტორში გადადის.